სამზადისი ეროვნული გამოცდებისთვის

სოციალური პროექტის ფარგლებში, აბიტურიენტები ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსებს სამ საგანში სრულიად უსასყიდლოდ გაივლიან და ორი თვის განმავლობაში უწყვეტი ინტერნეტის მიწოდებაც დაუფინანსდებათ.

პროექტის  მიზანი იმ  ახალგაზრდების მხარდაჭერაა, რომლებსაც რთული მატერიალური პირობების ან  სხვა ტექნიკური პრობლემების გამო შეზღუდული აქვთ ინტერნეტთან წვდომა. 3000-ზე მეტ აბიტურიენტს, სარეგისტრაციო ბმულის თანხლებით, შეტყობინება უკვე გადაეგზავნა.

კურსები 25 მაისს დისტანციურ ფორმატში დაიწყება.