2019 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, დაფინანსების პრინციპი შეიცვლება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებითა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ანაზღაურების ახალი სისტემის თანახმად, პაციენტის დიაგნოზი, ასაკი, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა და სხვა კრიტერიუმები დაფინანსების მოცულობას განსაზღვრავს. ექსპერტების განცხადებით, დაფინანსების მოდელი უფრო ხარჯ-ეფექტური, გამჭვირვალე და ფინანსური თანასწორობის ხელშემწყობი იქნება.