საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შემფასებელი კომიტეტის ჯგუფთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. საქართველოში სამუშაო ვიზიტით კომიტეტის წევრები პიტერ ბრული, სტრატოს კარეტოსი და აზერ ალიევი იმყოფებიან. დღევანდელ შეხვედრაზე სამომავლო გეგმებზე და შეჯიბრებების ჩასატარებელი ადგილების თაობაზე ისაუბრეს. ფესტივალის შემფასებელი ჯგუფი ბორჯომსა და ბაკურიანში დღესვე გაემგზავრება და სამი დღის განმავლობაში შეისწავლის მასპინძლობის კანდიდატ ქალაქებში არსებულ ვითარებას.