წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოება

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა საანგარიშო სესია გამართა და 2023 წლის ნომინაციებში გამარჯვებულები დააჯილდოვა.

საუკეთესო სპორტულ გუნდად საქართველოს ძიუდოს ნაკრები დაასახელეს, რომლის თავკაცმა, ლაშა გუჯეჯიანმა საქართველოს საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოც მიიღო. საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია სათამაშო სახეობებში საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს, ხოლო მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ საგანგებო ჯილდო სტაბილურად ნაჩვენები მაღალი სპორტული შედეგებისთვის მიიღო. საქართველოს საუკეთესო სპორტსმენ ქალად ანასტასია გუბანოვა დაასახელეს, ხოლო წლის სპორტსმენად ზედიზედ მესამედ ლეგენდარული ძალოსანი ლაშა ტალახაძე აღიარეს, რომელსაც ევროპის ოლიმპიური კომიტეტების სპეციალური ჯილდოც გადაეცა.