ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტები 

საერთაშორისო ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში მიღება გაიმართა.

23 ივნისს, საერთაშორისო ოლიმპიური დღე 1948 წლიდან აღინიშნება. ამ დღისადმი მიძღვნილი ოლიმპიური ღონისძიებები საქართველოში თითქმის 30 წელია ტარდება. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით და ოლიმპიური მოძრაობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ოლიმპიური პრიზიორები და სპორტის მოღვაწეები დაჯილდოვდნენ. ღონისძიების ბოლოს, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ლიცენზიანტთა სპეციალურ დაფაზე, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მონაწილე სპორტსმენებმა ხელი მოაწერეს.