საჩხერეში სამთო მომზადების კურსების დასრულების ცერემონიალი გაიმართა.
შუალედური სწავლება ქართველმა და უცხოელმა მონაწილეებმა გაიარეს, ტაქტიკურ-ტექნიკურ კურსს კი, აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის დაზვერვის ქვედანაყოფის ნაკრები ოცეულის სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ. წვრთნების ფარგლებში კურსდამთავრებულებმა გაირეს მომზადება კლდეზე ცოცვაში, დაბრკოლებათა ზოლის გადალახვაში, ასევე დაშავებულის გადარჩენისა და ევაკუაციის ორგანიზებაში. ღონისძიების დასასრულს კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადაეცათ.