ვაქცინაციის კამპანია საჩხერეში

საქართველოს რეგიონებში ვაქცინაციის კამპანია გრძელდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, ქვეყნის ყველა სოფელში, 50 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ აცრა სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გაიკეთონ. საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულში, უწყების წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოსახლეობას ვაქცინაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს. აღსანიშნავია, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 50 წელს გადაცილებული ყველა ის მოქალაქე, რომელიც „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით აიცრება, ერთჯერადად 200-ლარიან დანამატს, „ბუსტერ“ დოზით აცრის შემთხვევაში კი, 100-ლარიან დანამატს მიიღებს.