საბრძოლო საინჟინრო ბატალიონმა იუბილე

18:32, 23.07.2024

აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო საინჟინრო ბატალიონმა 32 წლის იუბილე აღნიშნა.

საბრძოლო საინჟინრო ბატალიონმა პროფესიული დღე სამწყობრო მოედანზე საზეიმოდ აღნიშნა. სამხედრო ინჟინრებს პროფესიული დღე აღმოსავლეთის სარდალმა მიულოცა და სიტყვით მიმართა. სამხედრო მოსამსახურეებს უწყებრივი მედლები და საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი გადაეცათ. ღონისძიებას სამხედრო ინჟინრების ოჯახის წევრები დაესწრნენ. სტუმრებმა ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილი საინჟინრო საშუალებები, ტექნიკა და შეიარაღება დაათვალიერეს. ბავშვებისთვის მოეწყო გასართობი აქტივობები.

მსგავსი