კარანტინში მყოფი მოქალაქეები

15:08, 29.02.2020

მუდმივი მონიტორინგი და დაკვირვება მიმდინარეობს პაციენტებზე, რომლებიც საკარანტინო პერიოდს საჩხერეში გადიან. საუბარია ამ დროისთვის დარჩენილ 31 მოქალაქეზე, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

აბასთუმნის ფილტვის დაავადებათა სარეაბილიტაციო ცენტრში კი 21 პაციენტია მოთავსებული. თითოეული ცალ-ცალკე პალატაში იმყოფება. მათ ორი კვირის განმავლობაში დააკვირდებიან. სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში კი პაციენტს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადმოიყვანენ.

 

მსგავსი