შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ხელმძღვანელობით, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე თეა ახვლედიანმა „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წლების სახელმწიფო სტრატეგიის“ 2023 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში წარადგინა. სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა სტრატეგიით განსაზღვრული პრიორიტეტების ფარგლებში მიღწეული პროგრესის, კონკრეტული შედეგებისა და დასახული ამოცანების განხორციელების დინამიკაზე. ასევე განხილულ იქნა მიმდინარე აქტუალური საკითხები, რომელთა მიმართ ერთიანი სამთავრობო კოორდინირებული მიდგომით დაისახა მათი ეფექტიანად რეალიზების გზები. შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილე ლია გიგაურმა წარმოადგინა 2023 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია. სამთავრობო კომისიის სხდომაში მოწვეული სტუმრის სტატუსით მონაწილეობა მიიღეს ცესკო-ს, საქსტატის, სახელმწიფო ენის დეპარტამენტისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელმა პირებმა.