სამშვიდობო ინიციატივის განხილვა

მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა გააცნო პარლამენტს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში.

პროექტის პირველი მოსმენის ფარგლებში ქეთევან ციხელაშვილმა საკანონმდებლო პაკეტის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა. ესენია გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის გაფართოება და გამარტივება, ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა და ისეთი მექანიზმის შექმნა, რომლითაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ სიკეთეებსა და სარგებელზე წვდომა გაუმარტივდებათ, მათ შორის არის უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა.