„სამოქალქო პლატფორმა 20/20-ის“ წევრები „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატ ლევან ხაბეიშვილსა და მისი შტაბის წევრს შეხვდნენ. საუბარი შეეხო, რამდენიმე დღის წინ მათ მხარდამჭერზე მომხდარ თავდასხმას. დაზარალებული აცხადებს, რომ მას ფიზიკურად პოლიტიკური შეხედულების გამო გაუსწორდნენ. ხაბეიშვილი თავდასხმაში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს ადანაშაულებს.