სამოქალაქო საზოგადოების ცნებამ პოსტკომუნისტურ ქვეყნებში სპეციფიკური, ამ ეპოქისათვის დამახასიათებელი დატვირთვა შეიძინა, რასაც ხშირად სამოქალაქო საზოგადოების ლიბერალურ გაგებასაც უწოდებენ. თუმცა, ისტორიულად, სამოქალაქო საზოგადოებას სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვანაირად იგებდნენ და ეს გააზრებები განსხვავდებოდა იმის მიხედვით, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდა სამოქალაქო საზოგადოებას სახელმწიფოსა და ეკონომიკასთან.
ნინო ხელაია მოგვითხრობს, თუ რა გზა განვლო სამოქალაქო საზოგადოების ცნებამ ევროპული განმანათლებლობიდან დღემდე და როგორია პოსტკომუნისტური ეპოქისათვის დამახასიათებელი სამოქალაქო საზოგადოების გააზრება და იდეოლოგიური შინაარსი?
42° პარალელი