სამოქალაქო არეულობის საქმე - განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში

USAID-ის შესახებ საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოთქმული ბრალდებები მცდარია – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა.

საკითხი ეხება ორი დღის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეო მასალას და მთავრობის შეფასებას, რომ გარკვეული ძალები ქვეყანაში არეულობას გეგმავენ და ამაში მათ მხარს უჭერს USAID-ი, რომლის დაფინანსებულ ტრენინგზეც მსმენელებს რევოლუციურ გამოცდილებას უზიარებდნენ. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ ასევე მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად რეფორმების განხორციელებისკენ მოუწოდა.