სამხრეთ კორეაში სტიქიის მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა

სამხრეთ კორეაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 31-მდე გაიზარდა. ევაკუირებულია 1500-მდე ადამიანი. კოკისპირულმა წვიმებმა მეწყერი და კაშხალში წყლის დონის მატება გამოიწვია. კორეის სარკინიგზო კორპორაციის ცნობით, მატარებლების მოძრაობა შეჩერებულია, რადგან ლიანდაგები დატბორილია და არსებობს კლდეების ჩამოშლის საფრთხე. კორეის პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა სამხედროებს, აქტიურად ჩაერთონ სამაშველო საქმიანობაში და იმუშაონ მთავრობის წარმომადგენლებთან აღჭურვილობისა და ცოცხალი ძალის მობილიზებისთვის.