მახათას მთაზე „ჯარის ქალაქის“ სამშენებლო სამუშაოები მოინახულა თავდაცვის მინისტრმა. ბინათმშენებლობის პროექტის მიხედვით, მახათას მთაზე ოფიცრებისთვის შვიდსართულიანი 39 კორპუსი შენდება, რომელშიც 1092 ბინა განთავსდება. 31 კორპუსს საძირკველი უკვე ჩაუყარეს, ამოყავთ სართულები. სამხედროები თეთრი კარკასის მდგომარეობით 50 , 80 და 110 მ2-იანი საცხოვრებელი ფართის შეძენას შეღავათიანი პირობებით შეძლებენ. საცხოვრებელი ფართის კვადრატული მეტრის ღირებულება 200 დოლარი იქნება. ხოლო, სამხედროებს მხოლოდ 100 დოლარის გადახდა მოუწევთ. მშენებლობა 2022 წლის ბოლოს დასრულდება.
მოამბე