სამხედრო ჰოსპიტალმა საერთაშორისო აკრედიტაცია გაიარა. სამედიცინო პროცესებისა და პაციენტთა უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობის საერთაშორისო სერტიფიკატი ჰოსპიტალს თავდაცვის სამინისტროში გადაეცა. გერმანული ორგანიზაციის ექსპერტ-აუდიტორებმა მონიტორინგი განახორციელეს სამხედრო ჰოსპიტლის ყველა დეპარტამენტში და შეაფასეს ისეთი მიმართულებები, როგორიცაა: მენეჯმენტი, ხარისხის მართვა, უსაფრთხოება და სხვა.