კვლავ მძიმეა სამი წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელიც საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან გადმოვარდა. მცირეწლოვანს ამ წუთისთვის თბილისში მკურნალობენ. შემთხვევა გურჯაანში, 9 აპრილის ქუჩაზე მოხდა. ბავშვი ჯერ ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. სამი წლის ბიჭს ელენთა და თირკმელი ჰქონდა დაზიანებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.