საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 31 იანვრის სხდომაზე სამი ოპოზიციონერი დეპუტატის – ბადრი ჯაფარიძის, შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავს და საკუთარ დასკვნას გადაწყვეტილების მისაღებად პარლამენტს წარუდგენს.
მანდატების შეწყვეტის საკითხი კენჭისყრაზე საგაზაფხულო სესიის პირველივე სხდომაზე დადგება. საქმე ეხება რეგლამენტში გაწერილ დათქმას, რომლის მიხედვითაც თუკი პარლამენტის წევრი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით სხდომების ნახევარზე მეტს არ დაესწრება, მას უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს. ამ შემთხვევაში საუბარია პარტია„ დროასა“და „ლეიბორისტების“ ლიდერებზე.
ასევე კომიტეტის სხდომაზე განიხილება ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, ბადრი ჯაფარიძის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხიც, რომლის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და დამნაშავედ ცნო.