ხაზარაძე-ჯაფარიძის სარჩელი

სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო „ლელოს“ ლიდერების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის სარჩელი ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე, სადაც ისინი თაღლითობაში დამნაშავედ არიან ცნობილნი. ამის შესახებ ინფორმაცია გუშინ პარტიის ლიდერებმა გაავრცელეს. ინფორმაციას ადასტურებს იუსტიციის სამინისტრო, თუმცა უარყოფს „ლელოს“ ლიდერების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საქმისთვის პრიორიტეტის მინიჭებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ სტრასბურგის სასამართლო მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებისგან მიღებული არგუმენტების გაცნობის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, ცნობს თუ არა დასაშვებად ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეს.