ბუტა რობაქიძის საქმეზე სამი ჩვენება გამოაქვეყნა სახელმწიფო ბრალდებამ. პროკურორებმა განმარტეს, რომ ორი მოწმე საქართველოში არ იმყოფება, ერთ-ერთი მოწმე კი გარდაცვლილია. ის კახაბერ აზარიაშვილია, რომელიც რობაქიძესთან ერთად იჯდა ავტომობილში.
ჩვენებების შინაარსის მიხედვით, ახალგაზრდებს იარაღი არ ჰქონდათ და ის სამართალდამცველებმა ჩაუდეს.
ჩვენებების გამოქვეყნებას არ ემხრობოდა დაცვის მხარე. იარაღის ჩადებაზე საუბრობენ საკუთარ ჩვენებებში დანარჩენი მოწმეებიც. ისინი საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იყვნენ.
საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევას უკვე დაცვის მხარე შემდეგი სხდომიდან იწყებს.