სამგორის რაიონის გამგებელმა თანამდებობა დატოვა

სამგორის რაიონის გამგებელმა დავით კერესელიძემ თანამდებობა დატოვა.

ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღეს და მიზეზი, გამგეობების კვარტალური ანგარიშის განხილვისას სამგორის გამგეობის სერიოზული ჩამორჩენა გახდა.

კერესელიძის შემცვლელს მერი, სავარაუდოდ, მომავალ კვირას დაასახელებს. თავად სამგორის უკვე ყოფილი გამგებლის განცხადებით, კახი კალაძის გუნდი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და მას ამ ტემპისთვის ფეხის აწყობა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ძალიან გაუჭირდა.