ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2018“ გაიხსნა.
„დიდგორი 2018“-ის მონაწილეებს ქვეყნის პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა მიმართეს.
მამუკა ბახტაძემ ტოტალური თავდაცვის სისტემის შექმნასა და გაძლიერებულ საერთაშორისო თანამშრომლობაზე ისაუბრა. უწყებათაშორისი სწავლება „დიდგორი 2018“, რომელიც კრიზისული მდგომარეობის დროს თავდაცვის სისტემასა და ყველა სხვა სახელმწიფო უწყებას შორის ეფექტიან, აქტიურ კოორდინაციას და ერთობლივ მოქმედებას ემსახურება, ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება.