საქართველო კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მსოფლიო მშვიდობასა და სტაბილურობაში საკუთარი წვლილი შეაქვს. ჩვენი ქვეყანა მორიგ მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას მასპინძლობს. სწავლება მტკიცე სული წელს კიდევ უფრო მასშტაბურია. საერთაშორისო წვრთნებში, რომელიც დღეს სენაკის სამხედრო ბაზაზე დაიწყო, ნატოს წევრი და პარტნიორი 10 ქვეყანა მონაწილებს. სწავლების მიზანი კი ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებთან ერთობლივ ოპერაციებსა და კრიზისებზე რეაგირებისთვის მომზადება და კოორდინაციის ამაღლებაა.