საჰაერო ევაკუაციის სწავლება

საჰაერო ევაკუაციის სწავლება „ცე 130“ თვითმფრინავით – Agile Spirit 2019 ფარგლებში.  დღეიდან, ქართველ სამხედრო მედიცინის წარმომადგენლებს, საჰაერო ევაკუაციის განხორციელება სრულყოფილად შეუძლიათ. სამხედრო მედიცინის წარმომადგენლებისთვის საქართველოში მსგავსი სახის სწავლება პირველად ჩატარდა.  სამედიცინო წვრთნა დაჭრილი ან დაზარალებული სამხედროების საჰაერო ევაკუაციის მეთოდიკის შესწავლასა და უნარ-ჩვევების დახვეწას ითვალისწინებდა.