ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალების მეთაურობა თურქეთმა გადაიბარა

ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალების მეთაურობა თურქეთმა გადაიბარა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პრესსამსახური ავრცელებს. პირველი იანვრიდან სწრაფი რეაგირების ძალების შემადგენლობაში 4 200 თურქი სამხედრო იმსახურებს. ასევე, წარმოდგენილი იქნება თურქეთის მიერ წარმოებული უახლესი ტექნიკა, კერძოდ, ჯავშანმანქანები, ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსები და ჰაუბიცები. 2021 წელს ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებში საერთო ჯამში იმსახურებს 6 400 ჯარისკაცი აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, იტალიიდან და ალიანსის სხვა წევრი სახელმწიფოებიდან. ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალების შექმნა 2014 წელს უელსის სამიტზე გადაწყდა. ეს იყო ალიანსის პასუხი, რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიაზე.