კულტურის კომიტეტთან სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო შეიქმნება, რომელიც კულტურის სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე იმუშავებს. საბჭო სექტემბერში დაფუძნდება. მაღალი რანგის სპეციალისტები და ექსპერტები კომიტეტს თავიანთ ხედვებსა და გამოცდილებებს გაუზიარებენ. კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, შეიქმნება ასევე სამუშაო კომისია, რომელშიც საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთვებიან და კომიტეტთან ერთად შემუშავდება სისტემა, რომელიც საქართველოს დღევანდელ რეალობაზე იქნება მორგებული.