სამების ტაძრის გუნდისთვის სამოსის გადაცემა

ვატიკანში დაგეგმილი კონცერტისთვის, კულტურის მინისტრმა სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდს სასცენო სამოსი და აქსესუარები გადასცა. 26-29 ივნისის საღამოებზე სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდი 40-კაციანი შემადგენლობით, სვიმონ ჯანგულაშვილისა და გიორგი დონაძის ხელმძღვანელობით, წარდგებიან. მონაწილეობას მიიღებს სოლისტი იანო თამარ ალიბეგაშვილიც და შესრულდება საქართველოს პატრიარქის შექმნილი „ავე მარია“. მგალობელთა გუნდი საკუთარი რეპერტუარიდან ჯამში 20 სიმღერას იმღერებს.