თურქეთის საელჩოში იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი. მათ სამძიმრის წიგნში ჩანაწერები გააკეთეს და თურქ ხალხს მიუსამძიმრეს. პარალელურად, პარლამენტში თურქი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული დახმარება და თანხა გროვდება. ასევე, საჭირო ნივთების შეგროვება მიწისძვრის შედეგად დაზარალებული რეგიონების დასახმარებლად, უკვე დაწყებულია. თურქეთის საელჩოს კოორდინაციით, ნებისმიერ მსურველს ნივთების მიტანა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შეუძლია. საელჩო მოხარული იქნება, თუ შემოწირული ნივთები იქნება ზამთრის პირობებისთვის შესაფერისი, ღია პაკეტში მოთავსებული“ – აცხადებენ საელჩოში.