უკვე დღე-ნახევარია, ინტენსიურად მიმდინარეობს ხელვაჩაურში მეათე კლასელი ბიჭის ძებნის ოპერაცია. სოფელ ჯოჭოში მობილიზებულია 100-ზე მეტი მაშველი. მთიდან ჩამოწოლილი მიწის მასა უკვე აღებულია, შესაბამისად, მძიმე ტექნიკა ახლა ტრაგედიის ადგილზე შეუფერხებლად მუშაობს.
შეგახსენებთ, რომ მეწყერში მოყვა საცხოვრებელი სახლი, სადაც ერთი ოჯახის სამი წევრი იმყოფებოდა. მეოთხე, მეექვსე კლასელი გოგონა კი სტიქიას შემთხვევით გადაურჩა, ის შუახევში სტუმრად იმყოფებოდა. მიწის მასამ მოიყოლა მსუბუქი ავტომობილიც, ორივე მგზავრის ცხედარს მაშველებმა გუშინ მიაკვლიეს.
მერაბ წულუკიძე, სამძებრო სამუშაოების დაწყებიდან ამ დრომდე, მიმდინარე პროცესს თვალს ადევნებს და ბოლო ინფორმაციით გვიერთდება.