უკვე 21 დღეა, ფოთში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. 24 წლის გოგა თავბერიძის ახლობლების ინფორმაციით, ის სახლიდან 4 დეკემბერს გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყების ცნობით, საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს.