გუდაურში მომხდარი ტრაგედია, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა.
სამაშველო ოპერაციის დროს ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულები დღეს საზოგადოებამ უკანასკნელ გზაზე გააცილა. სამების საკათედრო ტაძარში სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული გმირების ხსოვნისთვის პატივის მისაგებად უამრავი ადამიანი შეკრიბა. მათ შორის იყვნენ, როგორც რიგითი მოქალაქეები, ისე ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები. გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა უწმინდესმა. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით კი დაღუპულები დაჯილდოვდნენ მედლებით სამოქალაქო თავდადებისთვის. რვავე გარდაცვლილი საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.
რა გახდა ტრაგიკული შემთხვევის მიზეზი, რომელმაც რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, – ამ კითხვას პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს.