სამაშველო ოპერაცია

კახეთის რეგიონიდან მძიმედ დაშავებული მამაკაცი ვერტმფრენით თბილისში გადმოიყვანეს. ლაგოდეხის ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცხენებით სეირნობის დროს, მოქალაქეს ცხენმა თავის არეში მძიმე დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იმყოფებოდა უგონო მდგომარეობაში. უგზოობის გამო, თანმხლები პირები ვერ ახერხებდნენ მის გამოყვანას.

სამაშველო პროცესში ჩაერთო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. მეხანძრე-მაშველების მიერ უმოკლეს დროში მოხდა მოქალაქისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და შემდგომ მისი თბილისში, ვერტმფრენით გადმოყვანა.