„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) განცხადებით, ზუგდიდის #6 სკოლის ინსპექტირება, ია კერზაიას პოლიტიკური მოტივით დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავს.
ორგანიზაციამ წარმოადგინა სპეციალური ანგარიში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის პერიოდში, განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის ინსპექტირების სამსახურის მიერ ზუგდიდის #6 საჯარო სკოლაში განხორციელებული ინსპექტირების შესახებ.
მიხეილ ბენიძე ინსპექტირების ბუნდოვან კრიტერიუმებზე საუბრობს და განმარტავს, რომ დასკვნაში მოყვანილი შეფასებები გადაჭარბებულია, ხოლო გაცემული რეკომენდაციები ვერ პასუხობს სკოლის წინაშე მდგარი რეალური გამოწვევების გადაწყვეტას.