სალოტბარო სკოლების 500-მდე მოსწავლე თბილისში კონცერტს გამართავს.
ღონისძება სალოტბარო სკოლების დაარსებიდან 10 წლის იუბილეს მიეძღვნება და მასში მონაწილეობას 32 სალოტბარო სკოლა მიიღებს. ფოლკლორისტებისა და რეგიონების ლოტბარ-რეგენტების ხელმძღვანელობით საღამოს ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი 28 მაისს უმასპინძლებს.
ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.