თეა წულუკიანი შიდა ქართლში მოქმედ სალოტბარო სკოლებს ესტუმრა. მინისტრი ამჯერად კასპში, ქარელსა და გორში იმყოფებოდა, სადაც სკოლების საჭიროებებს პირადად გაეცნო. სამინისტროში აცხადებენ, რომ ქართული ფოლკლორის მხარდაჭერა და მისი განვითარების ხელშეწყობა უწყების მთავარი პრიორიტეტია. მიმდინარე წლის ბოლომდე საქართველოს ყველა სალოტბარო სკოლის მონახულებაა დაგეგმილი.