შეხვედრა კახეთის სალოტბარო სკოლებში

12:25, 24.11.2023

კულტურის მინისტრი ყვარელსა და თელავში მოქმედი სალოტბარო სკოლების მოსწავლეებსა და ლოტბარებს შეხვდა. თეა წულუკიანი გაეცნო სალოტბარო სკოლების მოსწავლეთა შემოქმედებასა და მათ საჭიროებებს. საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებს.

სალოტბარო სკოლების შექმნას ანზორ ერქომაიშვილმა ჩაუყარა საფუძველი. დღეს ქვეყანაში 30 სალოტბარო სკოლა ფუნქციონირებს, სადაც კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით უსასყიდლოდ ისწავლება ქართული მრავალხმიანი სიმღერა.

 

მსგავსი