შეხვედრა სალოტბარო სკოლების პედაგოგებთან

კულტურის მინისტრი სალოტბარო სკოლების პედაგოგებს შეხვდა. შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის ცენტრში გაიმართა და მასში 65 პედაგოგი მონაწილეობდა. თეა წულუკიანმა სკოლებისა და პედაგოგების გეგმები მოისმინა და მათი საჭიროებების შესახებ მიიღო ინფორმაცია. შეხვედრაზე მხარეებმა ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გაუმჯობესებასა და საერთო სტრუქტურის ჩამოყალიბების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.