კულტურის მინისტრმა ოზურგეთის, ბაღდათისა და ვანის სალოტბარო სკოლები მოინახულა. თეა წულუკიანი მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო. ქართული მრავალხმიანობის პოპულარიზაციისა და განვითარებისთვის გაწეული შრომისათვის მინისტრმა სკოლის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა და მოსწავლეებს წარმატება უსურვა.