სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო გეგმები

დაიწყო თუ არა სალომე ზურაბიშვილმა წინასაარჩევნო კამპანია და იქნება თუ არა ის ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი, – თემა აქტუალური თავად სალომე ზურაბიშვილის განცხადების შემდეგ გახდა. სტუდენტებთან შეხვედრისას მან თქვა, რომ ბედნიერი იქნება, თუკი მის კანდიდატურას ახალგაზრდები დაუჭერენ მხარს. ოპოზიციის ნაწილი ზურაბიშვილის კანდიდატურას არ მიესალმება. მეორე ნაწილის თქმით კი, ეს საკითხი არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ გახდება განხილვის თემა, თუმცა, იქვე აცხადებენ, რომ საწინააღმდეგოს ვერაფერს ხედავენ. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილის გაცხადებული პოზიცია სიახლე არ არის და ეს მისი ბოლოდროინდელი პოლიტიკური ვექტორის ლოგიკური გაგრძელებაა.