სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური გეგმები

უსაფუძვლო თავდასხმა ქვეყნის დამოუკიდებელი ინსტიტუტების წინააღმდეგ და სრული კოორდინაცია რადიკალურ ოპოზიციასთან – ასე აფასებს მმართველი პარტია სალომე ზურაბიშვილის მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გაკეთებულ განცხადებებს.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებში კითხვის ნიშნები გააჩინა პრეზიდენტის ოპოზიციისადმი მოწოდებამაც, არ დაესწრონ იმპიჩმენტის საკითხის კენჭისყრას. მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის ლიდერად გადაიქცა და კონსტიტუციაც სწორედ მათი იმედით დაარღვია. ოპოზიციის მოკავშირეობაში დადანაშაულებულ სალომე ზურაბიშვილს დღეს, პრეზიდენტად არჩევამდე საკუთარი რეიტინგი და არჩევნებში მმართველი გუნდის მხრიდან მის სასარგებლოდ გაწეული სამუშაოც შეახსენეს.