სალომე ზურაბიშვილი თელავის მცხოვრებლებს შეხვდა

„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ახმეტის შემდეგ მხარდამჭერებს თელავში, ერეკლე მეორის ციხე-გალავნის ეზოში შეხვდა. ზურაბიშვილმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა განათლებისა და კულტურის სფეროს განვითარებაზე, ასევე, ახალგაზრდების სამშობლოში დაბრუნებასა და მათი ცოდნის რესურსის გამოყენებისთვის შესაბამისი პირობების შექმნაზე.

პრეზიდენტობის კანდიდატი სკოლებში დედაენის დაბრუნების საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, არა მხოლოდ განათლების სფეროში, არამედ ყველა სფეროში მიმდინარე რეფორმების შეფასებისას დამოუკიდებელი და ობიექტური იქნება.