სალომე ზურაბიშვილი მარტვილში გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს უსამძიმრებს

საქართველოს პრეზიდენტი მარტვილში გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს უსამძიმრებს. სალომე ზურაბიშვილი, როგორც ქვეყნის რიგითი მოქალაქე, ოჯახის წინაშე ბოდიშს იხდის.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ბავშვის შიმშილისა და თვითმკვლელობის ურთიერთკავშირი არის ქვეყნის ტრაგედია და სახელმწიფოს სირცხვილი, ასეთი ტრაგედიები კი უნდა აღიკვეთოს.

პრეზიდენტი ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს, სასწრაფოდ დაიწყოს სოციალურად დაუცველი, უკიდურესად ღარიბი ოჯახების აღწერა და ბავშვებისთვის მიიღოს განსაკუთრებული ზომები.