ზურაბიშვილი საარჩევნო ხმების დასაცავად შტაბს ქმნის

18:13, 08.10.2024

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება საარჩევნოდ ხმების დაცვის და ამისთვის შესაბამისი პლატფორმის ჩამოყალიბების შესახებ შეფასებების თემაა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტის განცხადებასა და ინიციატივას იზიარებს. მათი თქმით, არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას საფრთხე ემუქრება და პრეზიდენტის როლი ხმების დაცვის პროცესში მნიშვნელოვანია. თუმცა ოპოზიციის ნაწილისთვის გაუგებარია პრეზიდენტის მიზნები. ამასთან, პარტია „გირჩში“ განმარტავენ, რომ არჩევნების გაყალბების პრევენცია ოპოზიციური პარტიების ხელშია და არა ქვეყნის პრეზიდენტის.
მმართველ გუნდში კი აცხადებენ, სალომე ზურაბიშვილის განცხადებები არაკონსტიტუციურია. ამასთან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ პრეზიდენტისა და ოპოზიციის მიზანი არჩევნების დისკრედიტაციაა.

მსგავსი