სალომე ზურაბიშვილის გეგმები – შეფასებები

18:05, 06.10.2024

პოლიტიკური შეფასებები არ წყდება სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუსა და ოპოზიციასთან დაგეგმილი კონსულტაციების შესახებ.

ხელისუფლების ოპონენტები, ვინც პრეზიდენტის „ქართულ ქარტიას“ ხელს აწერენ, ამბობენ, რომ არჩევნებამდე 20 დღით ადრე ხედვების კიდევ უფრო დაახლოება და ტექნიკური მთავრობის საკითხების გარშემო მსჯელობა მნიშვნელოვანია. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ პრეზიდენტი საკონსტიტუციო ჩარჩოდან უკვე დიდი ხანია გასულია და მისი ქმედებები წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია.

მსგავსი