გორში, ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში, წირვის დასრულების შემდეგ გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ისაუბრა.
ქადაგებისას მეუფე ანდრიამ ზიარების არსი და წესი განმარტა და მრევლს დაავადებული ადამიანებისთვის ლოცვისკენ მოუწოდა. მიტროპოლიტი ანდრიას კურთხევით ეპარქიაში ამოქმედდება ცხელი ხაზი, რომლის საშუალებითაც რისკ ჯგუფში მყოფ მოხუც ან ავადმყოფ ადამიანებს დაეხმარებიან. დღესვე მეუფე ანდრიას წინამძღოლობით სასულიერო პირებმა ქალაქი აკურთხეს.
ზიარების წესის ჰიგიენის დაცვის შესახებ ისაუბრეს სასულიერო პირებმა ალავერდის მამათა მონასტრის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში წირვის დასრულების შემდეგ. ალავერდის მიტროპოლიტმა მეუფე დავითმა ხელისუფლებას შექმნილ ვითარებაში ორგანიზებული მოქმედებისთვის მადლობა გადაუხადა.