მარტვილისა და ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა გრიგოლ კაციამ, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ეპარქიაში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. ახლანდელი სიტუაცია მან პანდემიას შეადარა და განაცხადა, რომ ეპარქიაში კრიზისია. გრიგოლ კაციამ ასევე განაცხადა, რომ ცვლილების შესახებ თავად მიმართა პატრიარქს, რადგან თვლის, რომ წალკას უფრო სჭირდება. მიტროპოლიტ სტეფანეს კი, რომელიც მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის ახალი მმართველი გახდა, სასულიერო პირმა წარმატებები უსურვა.
მოამბე