საკვირაო წირვა და ქადაგება სამების საკათედრო ტაძარში. მსახურებას კათოლიკოს-პატრიარქი, მეუფე შიოსთან და ერთად უძღვებოდა. მოგვიანებით ტაძარში შეკრებილი მრევლი, ილია მეორემ დალოცა და ღვთის სიყვარულისკენ მოუწოდა.
პატრიარქმა მოქალაქეებს შეახსენა, რომ სამშაბათს, 17 დეკემბერს, ბარბარობის დღესასწაულია, ხუთშაბათს კი, ნიკოლოზობა აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება.