მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბზობას აღნიშნავს.
სადღესასწაულო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდა. სამების საკათედრო ტაძარში წირვა მეუფე შიომ ჩაატარა და მრევლს ქადაგებით მიმართა.
ბზობა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია და აღდგომის წინა კვირას აღინიშნება. ამ დღეს ეკლესია იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლას იხსენებს.