საკვები პროდუქტების გადაცემა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი წალენჯიხის სოფლებში, ჭალესა და ფოცხოეწერში იმყოფებოდა.

თეა ახვლედიანი სამეგრელოს სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად, ობოლ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს ესტუმრა და მათ საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადასცა. სოციალური აქცია სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, ე.წ. გამყოფი ხაზის 116-ვე სოფელში განხორციელდება.